დასახელება:
საუზმის უფროსი მზარეული
|
მომწოდებელი:
Reed Hotel Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 09 ივლისი
/ ბოლო ვადა: 09 აგვისტო
|
ორთაჭალაში მდებარე 24 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Reed Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საუზმის უფროსი მზარეულის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქუჩა 15 - https://g.co/kgs/YaR4pv
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 5/2, 07:00-16:00 (შესვენება 1 საათი)
** ხელფასი: 1500ლ
** კვებით უზრუნველყოფა
** დაზღვევის უზრუნველყოფა
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს მართვა: კერძების წარმოების ყველა პროცესის ზედამხედველობა და ხარისხის უზრუნველყოფა
** სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით კერძების დამზადება დადგენილ ვადაებში, კალკულაციების დაცვით
** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** პროდუქტების მიღება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება, აღწერა, გახარჯული პროდუქციის ჩანაწერის წარმოება
** სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა HACCP სტანდარტების შესაბამისად
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@reedtbilisi.com
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება საუზმის უფროსი მზარეული
|
|
|
|