Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=648591&print=yes&view=jobs
 
მცირე საგრანტო კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცირე საგრანტო კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე
მომწოდებელი: მერსი ქორფსი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
თანდართული ფაილი: 648591_WISE_SSG_2025_3695983.zip
საერთაშორისო ორგანიზაცია "Mercy Corps", პროგრამის "ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის" (WISE) ფარგლებში აცხადებს მცირე გრანტების (SSG) კონკურსს.

პროგრამას, "ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის" (WISE) საქართველოსა და სომხეთში ახორციელებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps).

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერას, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის (VAWG) საკითხებზე თემში ცნობიერების ამაღლებას, ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შემთხვევათა (VE) გამოვლენას. პროგრამა ასევე მუშაობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან სხვა, თემატურად დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლად სოციუმში.

მცირე საგრანტო კონკურსი წარმოადგენს WISE პროგრამის შემადგენელ ნაწილს. კონკურსის საბოლოო მიზანია ქალებისა და გოგონების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოებისა და თემის განვითარების ასპექტებში.

მცირე გრანტების სამიზნე არეალი: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონები, საქართველო

საქმიანობები, რომლებიც შესაძლოა დაფინანსდეს მცირე გრანტების ფარგლებში

** საგანმანათლებლო ტრენინგები;
** საინფორმაციო კამპანიები ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე;
** SAFE You აპლიკაციის საინფორმაციო კომპონენტი უნდა იყოს საგრანტო პროექტის შემადგენელი ნაწილი.

პროგრამით გათვალისწინებული ყველა საქმიანობა უნდა შესრულდეს 3 თვიან პერიოდში, საბოლოო ანგარიშების წარდგენა უნდა მოხდეს 2025 წლის 15 დეკემბრამდე.

ჯამურად დაფინანსდება 10-15 განაცხადი!

დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია