Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=648580&print=yes&view=jobs
 
კონდიტერ-მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიტერ-მცხობელი
მომწოდებელი: რესტორანი AMO
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"ამო" - თანამედროვე ქართული რესტორანი მთაწმინდაზე ვაკანსიას აცხადებს კონდიტერ-მცხობლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: 1700 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტისა და ცომეულის გამოცხობა/მომზადება;
** აღჭურვილობის სანიტარული წესების დაცვა;
** HACCP და ISO სტანდარტების გათვალისწინება პროდუქტების მომზადებისა და შენახვისას;
** პროდუქტის შენახვის პირობების მკაცრი კონტროლი (ტემპერატურა, შეფუთვა, ვადები);
** სამზარეულოს სტანდარტების დაცვა;
** პროდუქტების მომზადების პროცესის ორგანიზება ისე, რომ შეუფერხებლად უზრუნველყოს სერვისის გამართულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას სამუშაო საათებში;
** საღამოს ცვლაში ტრანსპორტირებას;
** მეგობრულ, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მენეჯმენტის სრული მხარდაჭერასა და მუდმივ უკუკავშირს.

შერჩევის პროცესი:

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე;
შერჩეულ კანდიდატს მუშაობის დაწყება მოუწევს დაუყოვნებლივ.

განაცხადის წარდგენა:დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@niksholding.com
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: პოზიციის დასახელება - თქვენი სახელი და გვარი
შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში  შეაგროვოს,  დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი 
დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი  თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია