Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=648572&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენი კომპანია უკვე 20 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას მთელ საქართველოში.
შპს "ქართული რძის პროდუქტები"-ს ქარხანა მდებარეობს მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ტერიტორიაზე სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** საოფისე ინვენტარის წმენდა და დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
** პერიოდულად გენერალური დალაგების წარმოება;
** სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არაკონფლიქტურობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა.

პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქუჩა #43
სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-შაბათი; 08:00-14:00
საწყისი ანაზღაურება: 900 ლარი

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitapass - ით სარგებლობას;
** სამგზავრო ბარათს;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული რძის პროდუქტების" მიერ (ს/კ:245444764), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: info@rdzisame.ge
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია