დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Alcosphere
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზია - "ალკოსფერო - Alcosphere" თბილისში, სხვადასხვა ფილიალში (ვერა, დიღომი, კრწანისი ლილო) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის პრეზენტაცია კომპანიაში დაწესებული სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის მერჩენდაიზინგის წესების დაცვით თაროებზე განთავსება;
** თაროების რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
გრაფიკი: მცოცავი: 10:00-16:00 ან 16:00-22:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ჯამურად 1100-1200
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ CV ელფოსტაზე: hr@alcosphere.ge, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი"
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|