დასახელება:
წარმოების ქარხნის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ფიბი სერვისის
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
კომპანია ფიბი სერვისი გთავაზობთ საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სანდო უცხოურ დასაქმების სააგენტოებთან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გთავაზობთ რეალურ სამუშაო შეთავაზებებს სხვადასხვა სფეროში. თუ თვლი რომ მზად ხარ საზღვარგარეთ, ლეგალურ გარემოში დასაქმდე (გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დაუბრუნდე სამშობლოს), ეს ვაკანსია შენთვისაა.
ჩვენთან თანამშრომლობით მიიღებ:
** სამართლებრივად გამართულ და გამჭვირვალე პროცესს
** ოფიციალურ კონტრაქტს პირდაპირ დამსაქმებელთან
** დახმარებას საბუთების მოგვარებასა და საზღვარგარეთ გამგზავრებაში დახმარებას
** მუდმივ კომუნიკაციას პროცესის ყველა ეტაპზე
დამსაქმებელი კომპანია: HR CAPITAL KFT
** დასაქმება საზღვარგარეთ - საბატარეე ქეისების (გარსების) მწარმოებელ ქარხანაში.
** (საბატარეე თხელი ალუმინის ფურცლების წნეხით წარმოება)
ანაზღაურება: ფიქსირებული - საბანკო ანგარიშზე / ნაღდი ფულით - თანამშრომლის სურვილის შესაბამისად;
საცხოვრებელი: უზრუნველყოფა 2-დან 4-მდე ადამიანზე გათვლილ ოთახებში, ადგილების მიხედვით;
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე
შენიშვნა: თუ თანამშრომელი ტოვებს სამუშაოს სატესტო პერიოდში, მის სამუშაო ნებართვას ავტომატურად გაუქმებენ და მას მოუწევს დაბრუნება სამშობლოში;
ჯანმრთელობის დაზღვევა: ყველა თანამშრომელს ენიჭება ჯანმრთელობის დაზღვევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უცხო ენა: ინგლისური, რუსული ან უკრაინული (სავალდებულოა ერთ-ერთი ენის სრულყოფილად ცოდნა ჩამონათვალიდან);
** განათლება: საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი;
მოვალეობები:
** ვიზუალური ინსპექცია და ხარისხის კონტროლი;
** ხელით მასალის დამუშავება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩეული კანდიდატები გაემგზავრებიან დასაქმების ლეგალური საფუძვლით.
დასაქმების ტიპი: სამუშაო ნებართვის ვადის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|