Робота для біженців з України
მტვირთავი/მუშა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მტვირთავი/მუშა
მომწოდებელი: სამშენებლო მასალების საბითუმო საწყობი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
სამშენებლო მასალების საბითუმო საწყობი, რომელიც დიდუბეში, გამოფენის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის (მუშა) პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს ჩვენს გუნდში!

პირობები:

** სტაბილური ანაზღაურება: 1500-1550 ლარი ხელზე ასაღები.
** სოციალური შეღავათები: ჯანმრთელობის დაზღვევა.
** კვება: უზრუნველყოფილი კვება სამუშაო საათებში.
** მეგობრული გარემო: შემოუერთდით გამოცდილ და შეკრულ გუნდს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** სამშენებლო მასალების (თაბაშირმუყაოს ფილები, ფითხების ტომრები) სწორად და ორგანიზებულად დასაწყობება.
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, პროდუქციის ავტომობილებზე უსაფრთხოდ და ეფექტურად დატვირთვა.

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, დაგვიკავშირდით:

გიორგი: 592 003 993
ლევანი: 577 044 993
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე