Робота для біженців з України
სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
"T&R DISTRIBUTION" (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სუპერვაიზერი (თბილისი)

სუპერვაიზერი პასუხისმგებელია მისი დაქვემდებარებული ტერიტორიისა და გაყიდვების გუნდის ეფექტურ მართვაზე. უზრუნველყოფს გაყიდვების გეგმის შესრულებას, გუნდის კოორდინაციას, პროდუქტის დისტრიბუციასა და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვის კონტროლს.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოფს გაყიდვების გეგმის შესრულებას და კონტროლს საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში;
** მონიტორინგს უწევს პროდუქციის სრულად წარმოდგენას სავაჭრო ობიექტებში SKU-ის მიხედვით;
** უზრუნველყოფს პროდუქციის სწორი განლაგების კონტროლს და პლანოგრამის შესაბამისად თაროებზე განთავსებას;
** ეფექტურად მართავს გაყიდვების გუნდს და უზრუნველყოფს მათთან სწორი კომუნიკაციას;
** გეგმავს ყოველდღიურ და კვირეულ სამუშაო რუტებსა და მარშრუტებს;
** ამოწმებს და აანალიზებს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ყოველთვიურ გაყიდვების მონაცემებს;
** ოპერატიულად რეაგირებს გეგმიდან გადახრებზე, როგორიცაა პროდუქტის დეფიციტი, მოთხოვნის შემცირება ან არასწორი განლაგება;
** ახორციელებს დავალიანებების მონიტორინგს და მართავს თანხის ამოღების პროცესს;
** რეგულარულად აწარმოებს კომუნიკაციას სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოფს პარტნიორულ თანამშრომლობას.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ-17 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2
** ანაზღაურება/ბონუსი: საშუალოდ 2500 ლ-3500 ლ
** კომპანიის ავტომობილი, საწვავი.
** პროდუქტი: სიგარეტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციაში.
** B კატეგორიის  მართვის მოწმობა (მექანიკა)

პიროვნული უნარები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, სტაბილური, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

"T&R DISTRIBUTION" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე