Робота для біженців з України
საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების ექსპერტი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების ექსპერტის თანამდებობაზე ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** SIEM სისტემაში ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენების მონიტორინგი, ინციდენტების ანალიზი, რეაგირება
** IT და უსაფრთხოების გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა უსაფრთხოების მოვლენების სრულფასოვანი მონიტორინგის უზრუნველსაყოფად
** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება, დანერგვა, მართვა
** მიმდინარე და უახლესი საფრთხეების შესახებ ინფორმირებულობა
** IT მოწყობილობების უსაფრთხოების მართვა, შეღწევადობაზე ტესტირების ჩატარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული/კიბერუსაფრთხოების მიმართულებით
** SIEM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** Linux და Windows სისტემების უსაფრთხოების ცოდნა
** IDS/IPS - მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
** WAF - მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
** სერტიფიკატების ფლობა ინფორმაციული/კიბერუსაფრთხოების მიმართულებით: CompTIA Security+, CEH (Certified Ethical Hacker), GIAC (Global Information Assurance Certification)
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი
** გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირების უნარი
** კეთილსინდისიერება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელობა
** პუნქტუალურობა

სასურველი:

** Cloud სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
** პროგრამული კოდის ანალიზი, dotnet, JavaScript
** CISSP (Certified Information Systems Security Professional) სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge 2025 წლის 07 აგვისტოს დღის ბოლომდე.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე