დასახელება:
სასტუმროს ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ქიუსტეი ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
აპარტ სასტუმრო "ქიუსტეი ჯორჯია" რომელიც მდებარეობს თბილისში ეძებს თანამშრომელს სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე (ფრონტ ოფის მენეჯერი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქუჩა
გრაფიკი: სრული, ცვლებში
ანაზღაურება: 1500 ლარი
მოთხოვნები:
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმრო ან მომსახურების სფეროში მიმღების ადმინისტრატორის, ფრონტ ოფისის მენეჯერის /სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე
** აუცილებელია მომსახურების სტანდარტებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება
** აუცილებელი ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა და რუსულის საშუალო დონეზე (თანამშრომელს მოუწევს უცხოელებთან კომუნიკაცია)
სამუშაო აღწერა:
** ყოველდღიური სამუშაო ჩექლისტის წარმოება (Daily Checklist)
** სასტუმროს ჯავშვნების აღრიცხვა;
** სტუმრების თავაზიანი მიღება და შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა; პოზიტიური და გასაგები კომუნიკაციის დამყარება, სტუმრის თხოვნების გათვალისწინება და შეძლებისდაგვარად მოგვარება;
** სტუმრის რეგისტრაცია, ნომრის შერჩევა, სასტუმროს შესახებ წესებისა და ინფორმაციის სრულყოფილად გაზიარება;
** Courtessy Calls-ის წარმოება და შესაბამისი რეაგირება;
** შემოსულ ზარებზე თავაზიანი პასუხი და დაინტერესებული სტუმრებისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** შემოსულ შეტყობინებებზე (Booking.com, Guesty) დროული უკუკავშირი, შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება
** სტუმრების თავაზიანი გაცილება, Check-out: გადახდების გადამოწმება, სტუმრის კმაყოფილების შემოწმება, ინფორმაციის დროული მიწოდება უშუალო ზედამხედველთან;
** უკმაყოფილო ან რთული მომხმარებლის შესაბამისი მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში საკითხის დროული დელეგირება;
** უკმაყოფილო სტუმრების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, პრობლემის მოგვარების შემდეგ სტუმართან უკუკავშირის დამყარება (follow-up calls);
** ცვლაში მიღებული ინფორმაციის დროული აღრიცხვა, Handover ფორმაში და დოკუმენტის სრულყოფილი გადაბარება მომდევნო ცვლისთვის;
** მომხმარებლისათვის სასტუმროში არსებული დამატებითი სერვისების შეთავაზება და შესაბამისი მომსახურების აღსრულების უზრუნველყოფა;
** დასუფთავების, უსაფრთხოების და ტექნიკურ დეპარტამებთან მჭიდრო თანამშრომლობა სტუმრების მოთხოვნისა თუ საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით;
** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება;
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** მიზანდასახული
დამატებითი ინფორმაცია:
** დამსაქმებელი 3 თვეში დასაქმებიდან უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება nino@qstay.ae ან დარეკეთ შემდეგ ტელ.ნომერზე 514 44 44 80.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|