Робота для біженців з України
მიმტანი - პროექტული თანამშრომლობა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი - პროექტული თანამშრომლობა
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
შპს "FMG" ("Food Management Group") აცხადებს ვაკანსიას მიმტანის (ივენთ-ქეითერინგის მიმართულებით, პროექტული თანამშრომლობისთვის) პოზიციაზე.

"FMG" ("Food Management Group") 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიკურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, გახდნენ ჩვენი გუნდის წევრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვქმნიდეთ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი დაფასებულია და აქვს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: პროექტული, ღონისძიებებზე დაფუძნებული ჩართულობა.
** გრაფიკი: მოქნილი, წინასწარ შეთანხმებული ღონისძიების გრაფიკის მიხედვით.
** ანაზღაურება: დღიური/საათობრივი ანაზღაურება

შენი როლი გუნდში:

** სტუმრებისთვის პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფა და მათ საჭიროებებზე ზრუნვა.
** ღონისძიების კონცეფციის შესაბამისად, სამუშაო სივრცის მომზადება.
** სტუმრებისთვის მენიუსა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი. ჩვენ მზად ვართ, ადგილზე შეგასწავლოთ ყველა საჭირო უნარი, რომ გახდეთ წარმატებული მასპინძელი.
** თუ უკვე გაქვთ გამოცდილება, ეს დაგეხმარებათ, კიდევ უფრო სწრაფად გახდეთ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი.
** ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა დამატებით უპირატესობად ჩაითვლება.

უნარები, რომლებიც შენს წარმატებას განაპირობებს:

** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა.
** საერთო მიზნისთვის მუშაობის და თანამშრომლობის უნარი.
** კომუნიკაბელურობა და სტუმართმოყვარეობა.
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა.
** დროის ეფექტურად მართვისა და დაგეგმვის უნარი.
** როგორც საკუთარი, ასევე სხვისი დროის პატივისცემა.

რას მიიღებ ჩვენთან თანამშრომლობით:

** პოზიტიურ, დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
** კვებას სამუშაო საათების განმავლობაში.
** ტრანსპორტირებას ღონისძიების დასრულების შემდეგ.
** შესაძლებლობას, გახდე წამყვანი კომპანიის წარმატების ნაწილი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე: https://wrk.ge/7cZO6uHHXM

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

** FMG - Facebook გვერდი
** FMG - Instagram გვერდი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენი კომპანიის მხრიდან შრომითი ან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს, თუმცა, დარეზერვებული იქნება სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე