დასახელება:
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Ilaria
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გთავაზობთ HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროგრამულ უზრუნველყოფას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
ამჯერად კონტრაქტორი კომპანიისთვის - "Fastoo", რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციური გადახდების მომსახურებას, ვეძებთ ბიზნესის განვითარების მენეჯერს.
New Payment System (Fastoo) არის ინოვაციური გადახდების მომსახურების მომწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტურ გადახდების გადაწყვეტილებებს ბიზნესებისთვის საქართველოში და ევროპაში. კომპანიის მიზანია მერჩანტებისთვის მარტივი და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურების შეთავაზება.
პოზიცია: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
სამუშაოს აღწერა:
ბიზნეს განვითარების მენეჯერი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
** ადგილობრივი და საერთაშორისო მერჩანტებისა და პარტნიორების პორტფელის ზრდა;
** ძირითად პარტნიორებთან (მერჩანტები, ბანკები, აგრეგატორები, ფინტექ პლატფორმები) მოლაპარაკებების წარმოება კონტრაქტების პირობებთან დაკავშირებით და შეთანხმების მიღწევა;
** PSP გაყიდვების არხის მართვა - ლიდების გენერაციიდან მერჩანტების სრულად ჩართვამდე;
** პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველყოფა ბაზრის მოთხოვნებთან;
** ტრანზაქციების მოცულობებთან, შემოსავლის ზრდასა და მომხმარებელთა კმაყოფილებასთან დაკავშირებული KPI-ების რეპორტინგი;
ძირითადი მოვალეობები:
** მერჩანტების მოზიდვა: e-commerce, gaming, crypto, SaaS და სხვა ანალოგიურ სფეროში მომუშავე მერჩანტების მოძიება და კონტაქტის დამყარება;
** პარტნიორობა: ურთიერთობების დამყარება ბანკებთან, ბარათის ქსელებთან (Visa, Mastercard), PSP, და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან;
** შესაბამისობის უზრუნველყოფა: თანამშრომლობა იურიდიულ/შესაბამისობის გუნდთან ბაზარზე გასატანი მოდელის შესაქმნელად;
** ფასების განსაზღვრა: საკომისიოებისა და მარჟების განსაზღვრა და მოლაპარაკების წარმოება გადახდის სერვისებისთვის;
** ტექნიკური კოორდინაცია: გაყიდვებისა და ტექნიკური გუნდის დაკავშირება მერჩანტების ინტეგრაციის პროცესების განსაზღვრისთვის (API, SDK, Hosted pages);
** პროდუქტის გაუმჯობესების ციკლი: პროდუქტის გუნდისთვის სტრუქტურირებული უკუკავშირის მიწოდება PSP-ის გაუმჯობესებისთვის (მაგ. გადახდის ახალი მეთოდები, თაღლითობის საწინააღმდეგო მახასიათებლები, გადახდის ვადები);
** რეპორტინგი და პროგნოზირება: CRM და BI ხელსაწყოების მეშვეობით დეშბორდების მართვა და შემოსავლებზე, ლიდებზე, კონვერსიებსა და მომხმარებელთა დაკარგვაზე რეპორტების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან სხვა შესაბამისი სფეროს მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ, ტექნოლოგიურ, საბანკო ან სხვა რელევანტურ სექტორში; უპირატესობად ** ჩაითვლება გადახდების სფეროში, გაყიდვებში, ბიზნესის განვითარებასა და მოლაპარაკებებში გამოცდილება;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა; უპირატესობად ჩაითვლება BI ხელსაწყოების ცოდნა (Power BI, Tableau და სხვ.);
** სასურველია CRM სისტემემებსა (მაგ., HubSpot, Salesforce) და პროექტების მართვის ხელსაწყოებთან (JIRA, Trello, Asana) მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა, რუსული - სასურველია;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდთან თანამშრომლობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს
** კონკურენტულ ხელფასს გამოცდილებიდან გამომდინარე
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ მისამართზე: vacancy@ilaria.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ბიზნესის განვითარების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge.
|
|
|
|