Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=647130&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ქიუ ენჯინერინგი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
ქიუ ენჯინერინგი ეწევა საპროექტო მომსახურებას, ასრულებს სხვადასხვა ტიპისა და კლასის შენობა-ნაგებობათა პროექტების კონსტრუქციული ნაწილის დამუშავებას და საკონსულტაციო საქმიანობას სამშენებლო საქმეში.

კომპანია ქიუ ენჯინერინგი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში მოსული სტუმრების მიღება და დახვედრა;
** ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
** კორესპონდენციის მართვა და აღრიცხვა: გაგზავნა, მიღება (ჩაბარების დასტური), ადრესატისთვის გადაცემა;
** ფოსტის მიღება-გაგზავნა;
** ოფისისთვის საჭირო ინვენტარის და საკანცელარიო მასალების ყოველთვიური შეკვეთა;

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენა B2 დონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** MS Office.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ქიუ ენჯინერინგის-ის გუნდს, გთხოვთ 31 ივლისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე info@qengineering.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია