დასახელება:
ასისტენტი საოპერაციო დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ართვინ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
"ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის თანამდებობაზე, საოპერაციო დეპარტამენტში
სამუშაო განრიგი: სრული
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქრისტინე შარაშიძის ქ N 25
ძირითადი მოვალეობები:
** მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის შემუშავებაში (პროექტებისათვის ყველა შესაბამისი ხარჯის გათვალისწინებით, მათ შორის შრომის, მასალების, აღჭურვილობის, ქვეკონტრაქტორების მომსახურების, ნებართვების, დაზღვევისა და ზედნადები ხარჯების ჩათვლით);
** მასალების სპეციფიკაციისა და ტიპის გათვალისწინებით თვითღირებულებისა და განფასების ფაილების მომზადება უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისა;
** პროექტში ჩართული თანამშრომლებისგან ბიუჯეტის მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა და საჭიროებისამებრ დამუშავება;
** შესაბამის პროგრამაში მუშაობა და ინფორმაციის დამუშავება-ასახვა საჭიროებისამებრ.
აუცილებელი მოთხოვნებია:
** უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
** ანალოგიურ სამუშაოზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება (უპირატესია გამოცდილება სამშენებლო სექტორში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel);
** პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელმისამართზე info@artwin.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
|
|
|
|