დასახელება:
მოძრავი მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
დ&ლ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
სადისტრიბუციო კომპანია "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 6 საათიანი სამუშაო დღე (თავად ირჩევთ დაწყების დროს)
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
დასაქმებულს "სამგზავრო ბარათი"-თ უზრუნველჰყოფს კომპანია.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კომერციული პოლიტიკის და ასევე სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პირობების დაცვა;
** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განლაგება;
** თაროზე პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა;
** სავაჭრო წერტილებში პროდუქციის ფასის კონტროლი;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** თაროზე წარმოდგენილი პროდუქციის სასაქონლო სახისა და ვადების კონტროლი;
** მარაგის კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება/განახლება;
** ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება, რეპორტინგი.
აუცილებელი უნარები:
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
გამოაგზავნე რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@dls.ge და გახდი ჩვენიანი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.dls.ge
გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|