დასახელება:
რესტორნის სერვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ამპელო
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სერვის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: კარდანახი
ფუნქცია/მოვალეობები:
** რესტორნის მიმტანებისა და ბარმენების გუნდის მართვა და განვითარება;
** რესტორნისა და ბარის მარაგების მართვა და მონიტორინგი;
** რესტორნის სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სამზარეულოს საჭიროებიდან გამომდინარე, შესასყიდი პროდუქციის სიის შედგენა;
** შესყიდვების მართვა და მონიტორინგი;
** ბიუჯეტირება და დამტკიცებული ბიუჯეტის მონიტორინგი;
** დღის ნავაჭრის მონიტორინგი;
** თანამშრომლების შერჩევა, მართვა და ტრენინგების ორგანიზება;
** შეფ-მზარეულთან ერთად მენიუს კალკულაციების შედგენა და პროგრამული უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მოწოდების უწყვეტობისა და ხარისხიანობის უზრუნველყოფა;
** ღონისძიებების მართვა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით თანამშრომლების მოძიება;
** სხვადასხვა არასტანდარტული ღონისძიებებისთვის პროდუქციის მომარაგება და მონიტორინგი;
** ყოველთვიური რეპორტინგი გაყიდვების, ხარჯებისა და ფასებთან დაკავშირებით, უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:
** აუცილებელია რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: კახეთი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილებიდან გამომდინარე;
** გრაფიკი: 5 დღე (2 დასვენების დღე, გარდა პარასკევი-შაბათი-კვირისა);
** ბენეფიტები: საცხოვრებელი, კვება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელმისამართზე: Info@kardanakhi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სერვის მენეჯერი"
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|