დასახელება:
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 14 ივლისი
|
სამუშაო პოზიციის დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის სპეციალისტი
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტაციის გაცნობა და ფუნქციონალის შესწავლა;
** დოკუმენტაციაში აღწერილი ფუნქციებისა და მომხმარებლის ინტერფეისების ტესტირება;
** აღმოჩენილი შეცდომების ანალიზი და ბაგ-რეპორტების მომზადება;
** შეცდომების გამოსწორების პროცესის მონიტორინგი და მენეჯმენტი;
** გამოსწორებული შეცდომების ხელახალი ტესტირება;
** ტესტირების დოკუმენტაციის მომზადება და შედეგების ასახვა შესაბამის ანგარიშებში;
** გუნდის წევრებთან და პროექტში ჩართულ როლებთან აქტიური კომუნიკაცია;
** ხელმძღვანელობისთვის სამუშაოს შესრულების შესახებ ზეპირი ან წერილობითი ანგარიშის წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ტესტირების დოკუმენტაციის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
** Agile მეთოოლოგიების ცოდნა;
** HTML/CSS საბაზისო ცოდნა;
** სასურველია SQL-ისა და Postman-ის გამოყენების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა - B1.
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის დამუშავების უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაცია ცვალებადი გარემოს მიმართ;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების მოტივაცია.
კონკურსის ეტაპები:
** შემოსული განცხადებების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 14 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის სპეციალისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|