დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "კონტაქტ ჰოუმი"-ის გუნდში რუსთავის ახალი ფილიალისთვის ვეძებთ დიასახლისს.
"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.
სამუშაო ადგილი - რუსთავი;
დიასახლისის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:
** სანიტარულ ჰიგიენური წესების დაცვა დასაქმების ცენტრში;
** ნარჩენების მოცილება და გადაყრა სანაგვე ურნებიდან;
** იატაკების დამუშავება (გამოგვა, გამოწმენდა);
** ნიჟარების წმენდა, სველი წერტილის დეზინფიცირება (ჟანგის, წყლის და სხვა ტიპის ნადების მოცილების ჩათვლით);
** სხვადასხვა ინვენტარის დარეცხვა;
** ჭერის გამანათებელი საშუალებებისა და შუშების წმენდა შიგნით და გარეთ;
** დასაქმების ცენტრის სივრცის მოწესრიგება/დალაგება; სხვა დასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.
** ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება
ჩვენს გუნდში ვეძებთ დიასახლისს, რომელსაც აქვს:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივლისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ("დიასახლისი")
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|