Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=646205&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "კონტაქტ ჰოუმი"-ის გუნდში რუსთავის ახალი ფილიალისთვის ვეძებთ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი - რუსთავი;

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** მომხმარებლისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა შეძენილ პროდუქციაზე;
** ციფრული ტექნიკის სერვისების პირველადი ტექნიკური დახმარება და დიაგნოსტირება;
** მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის პროგრამული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კონსულტირება კომპანიის სერვისებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურს საკითხებზე;
** ფილიალში არსებული ტექნიკის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფა;

ჩვენს გუნდში ვეძებთ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელსაც აქვს:

** კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასაუბრო დონეზე ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივლისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ("ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი")

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია