Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Tourinvest Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბელვიუ რეზიდენს ბათუმსა და სასტუმრო ბულვარ ბათუმში

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება სტუმრების პროფესიული და გულისხმიერი მიღება/გაცილება, საჭირო ინფორმაციის მიწოდება, შეკითხვებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება, ასევე სერვისის უწყვეტი ხარისხის უზრუნველყოფა სტანდარტების მიხედვით. დამატებით, მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ოპერაციების სიზუსტის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოფს სასტუმროს/საცხოვრებელი სახლის მომხმარებლის მიღებას, რეგისტრაციას, დახვედრა-დაბინავებას, საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, ანგარიშსწორების განხორციელებას და დამატებითი მომსახურების შეთავაზებას.
** უზრუნველყოფს სტუმრების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების შესრულებას და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამის წესით არქივაციას.
** ახორციელებს ონლაინ ჯავშნების კონტროლს და მათი ასახვის უზრუნველყოფას სასტუმროს მართვის სისტემაში.
** ამზადებს შემომსვლელი სტუმრებისთვის საჭირო დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს ელექტრონული გასაღების გადაცემას.
** აკონტროლებს გამსვლელი სტუმრების რეგისტრაციას და ანგარიშსწორებას.
** უზრუნველყოფს ნაღდი ფულის მიმოქცევის პროცედურების დაცვას.
** უზრუნველყოფს ღამის აუდიტის შესრულებას და შესაბამისი რეპორტების მომზადებას/გაგზავნას.
** ახორციელებს სტუმრებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართებას და მოთხოვნების შესრულების კონტროლს.
** უზრუნველყოფს დასუფთავების განყოფილებასთან აქტიურ კოორდინაციას - ოთახების სტატუსების განახლების მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ბათუმი
** სამუშაო განაკვეთი: სრული ცვლიანობის პრინციპით (დღისა და ღამის ცვლები, კვირაში მაქსიმუმ 40 საათი)
** ანაზღაურება: საათობრივი, არანაკლებ 1000 ლარისა
** ზეგანაკვეთური ანაზღაურება: ზეგანაკვეთურად (40 სამუშაო საათზე მეტი), უქმე დღეებში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება განსხვავებული ტარიფით

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებითი უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, რესტორან "Pelion", Eforea Spa
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში

კომპანიის შესახებ

ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე