Робота для біженців з України
რეგიონული მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"დელივო" — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეროში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

დელივოს ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.

კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს — რაც უზრუნველყოფს გზავნილების სანდო, სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორატიული პარტნიორებისთვის."

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ანაზღაურება:

** პირველი სამი თვე 2000 ლარი;
** მეოთხე, მეხუთე და მეექვსე თვეს 2500 ლარი;
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ (6 თვის შემდეგ) 3000 ლარი + ბონუსი;

ძირითადი მოვალეობები:

** რეგიონის მასშტაბით საწყობისა და კურიერების მუშაობის სრული კონტროლი;
** კურიერების დასწრების, დისციპლინისა და გრაფიკის კონტროლი;
** საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად;
** მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილების საძიებო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის პრობლემებზე დროული და სათანადო რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი გადამისამართება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ან შესაბამის სტრუქტურაში;
** რეპორტინგი დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და KPI კონტროლი;
** რეგიონის მასშტაბით რეფორმების გატარება და ახალი სტანდარტების დანერგვა;
** კომპანიის სახელზე არსებული მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება;
** ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ლოჯისტიკის და საწყობის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად);
** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** მართვის მოწმობა;

რომელ უნარებს მივანიჭებთ უპირატესობას?

** გუნდის მართვის უნარი;
** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ლიდერობა;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივლისამდე.

გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე