Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თენგიზ ჩანტლაძის ქ. 49.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული ანგარიშ-ფაქტურების თანხების გატარება პროგრამა 1C - CDA-ში;
** CDA-ში გატარებული მონაცემების შედარება მომწოდებლებთან — ურთიერთჩათვლების მომზადება და გატარება;
** სალარო ოპერაციების ასახვა 1C რეგიონებში;
** 1C-ში გატარებული ჩასათვლელი დღგ-ის შედარება RS.ge-ზე არსებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან (იმპორტი);
** 1C-ში გატარებული ჩასათვლელი დღგ-ის შედარება RS.ge-ზე არსებულ ადგილობრივ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან;
** შედარების აქტების მომზადება მსხვილ კლიენტებთან;
** სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების (საწვავი) მიღება, შედარება და დარიცხვა საწვავის სახეობების მიხედვით (ბენზინი, დიზელი);
** ანგარიშვალდებულ პირთა გახარჯული თანხების გატარება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე (გადახდის ჩეკები, ხელშეკრულებები, საქვეანგარიშო თანხის ხარჯვის დოკუმენტები);
** ხარჯების განაწილება და გატარება 1C-ში — განყოფილებებისა და ხარჯების მუხლების მიხედვით;
** მანქანების რემონტისა და სათადარიგო ნაწილების ხარჯების გატარება 1C-ში;
** რეგიონებიდან მოწოდებული დოკუმენტაციის გატარება შესაბამის ხარჯთა მუხლებზე 1C-ში;
** ადგილობრივი მომწოდებლებისგან მიღებული ძირითადი საშუალებების გატარება და ბალანსზე აყვანა;
** შესყიდვების განყოფილებასა და ლოჯისტიკის მენეჯერთან ერთად საკუთარი ავტოპარკის რემონტების შედარება — ხარჯებისა და ქვეგანყოფილებების ჭრილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა- B2 დონე ;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება გამოცდილებიდან გამომდინარე განისაზღვრება;
** კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
** კორპორატიული SIM ბარათი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურად ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "უმცროსი ბუღალტერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი, 2025 წელი.

კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე