Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=645801&print=yes&view=jobs
 
სალიცენზიო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სალიცენზიო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: GMT Pharma
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"GM PHARMA" (GM Pharmaceuticals LTD) წარმოადგენს 25-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. თბილისის საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

"GM PHARMA" 2017 წლიდან წარმოადგენს №1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

"GM PHARMA"-ში დასაქმებულია 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი).

"GM PHARMA" აცხადებს ვაკანსიას სალიცენზიო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი №52
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ, ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას
** სოციალურ პაკეტს (სატელეფონო და მგზავრობის ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფარმაცევტული, სამედიცინო ბაზრის მონაცემების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გამოკვლევა, შეჯამება და ანგარიშების შედგენა.
** საბაზრო ტენდენციების, კლიენტების (მაგ. წამყვანი ექიმი-სპეციალისტები, სამედიცინო პროფესიული ორგანიზაციები, მომხმარებლები, პაციენტთა ორგანიზაციები და სხვ.) გამოვლენილი მოთხოვნილებებისა და გაყიდვების გუნდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ორგანიზაციაში აქტუალური პროდუქციის (ორიგინალური, ინოვაციური, კარგად გაყიდვადი და მომგებიანი პროდუქტები) სიის არსებობის უზრუნველყოფა და მუდმივი განახლება.
** აქტუალური პროდუქციის და მწარმოებლების პროაქტიური მოძიება, მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან, პარტნიორებთან კომუნიკაციის დროულად მართვა, შემოთავაზებული პროდუქტთან დაკავშირებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა.
** საკუთარი ბრენდის ქვეშ (Private Labeling) სალიცენზიო (in-licensing projects) და კონტრაქტული წარმოების პროექტების მართვა (მედიკამენტები - Rx, OTC, ბად, სამედიცინო ხელსაწყო) და მათი კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება.
** ე.წ. Out-licensing სალიცენზიო პროექტების მართვა.
** შერჩეული პროდუქტის ბიზნეს-გეგმის მომზადება (ფორკასტი, გავრცელების არეალი, ვადები, კონკურენტების ანალიზი, ფასწარმოქმნა, რენტაბელობა და ა.შ.) და კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება.
** ახალი წამლების განვითარებისა (formulation development) და წარმოებაში ტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობისა და პროექტის პირობების კომპანიის კვლევისა და განვითარების (R&D) განყოფილებასთან და მენეჯმენტთან განხილვა და შეთანხმება.
** პროდუქციის ექსპორტზე გატანის არხების ძიება, ანალიზი.

განათლება და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის, ფარმაციის ან ჯანდაცვის მიმართულებით)
** სასურველია განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, პროექტების მართვის მიმართულებით
** ფარმაცევტულ მრეწველობაში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** ქვეყნის დარგობრივი კანონმდებლობის ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2 დონე)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel, Word, PowerPoint) ცოდნა
** მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია საკუთარი ავტომანქანის ფლობა)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მონაცემების დამუშავების და ვიზუალიზაციის უნარი
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარ-ჩვევები
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პროექტების მართვის უნარი
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები
** პრეზენტაციის უნარი
** მოლაპარაკების უნარი
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** დინამიურობა, პროაქტიულობა და ცვალებად გარემოსთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
** ფორმალურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი და გამოცდილება

საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე. დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 27 ივლისისა და გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია