Робота для біженців з України
იმპორტის/შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის/შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის/შესყიდვების მენეჯერის (ავტო სათადარიგო ნაწილების) პოზიციაზე ქ. თბილისში.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:30 საათები.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტო სათადარიგო ნაწილების საერთაშორისო ბაზრების კვლევა და ანალიზი;
** კომპანიის ინტერესებზე მორგებული მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მუდმივი კომუნიკაცია;
** შესყიდვების გეგმების ჩამოყალიბება და შესრულება, მომხმარებელთა მოთხოვნებისა და მარაგების მიხედვით;
** იმპორტის პროცესის სრული მართვა: შეკვეთების ფორმირება, ინვოისები, ლოჯისტიკა, საბაჟო პროცედურები;
** შეკვეთის ვადების მუდმივი მონიტორინგი;
** შესყიდვების ბიუჯეტის კონტროლი და ხარჯების ეფექტიანი მართვა;
** მარაგების განახლების დაგეგმვა სარეზერვო დონეებისა და გაყიდვების დინამიკის გათვალისწინებით;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების განხილვა და პირობების გაუმჯობესებაზე მოლაპარაკება;
** ანგარიშგება მენეჯმენტთან შესყიდვების სტატუსზე, გამოწვევებზე და შედეგებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ლოჯისტიკის ან ტექნიკური მიმართულებით);
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვებსა და იმპორტში, ავტონაწილების სფეროში;
** საერთაშორისო მიმწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
** საბაჟო წესების, ლოჯისტიკური ჯაჭვის და ტრანსპორტირების პროცესების ცოდნა;
** ტექნიკური პროდუქციის (ავტონაწილები) საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** სხარტი და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2025 წლის 27 ივლისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე