დასახელება:
ფსიქოლოგი სერვისის უზრუნველყოფის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას - ფსიქოლოგი სერვისის უზრუნველყოფის მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** აფთიაქებში მომსახურების სტანდარტების დანერგვის მიზნით პერსონალის მომსახურების მონიტორინგი;
** მონიტორინგის შედეგების პროგრამაში ასახვა;
** მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** თანამშრომელთან უკუკავშირი და სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარება;
** მომსახურების სტანდარტების სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების ობიექტის ანალიზი სერვისის კუთხით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სოციოლოგიის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Excel, Word).
უნარები და პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** დროის მართვა;
** მიზანდასახულობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 ივლისი, 2025 წელი
|
|
|
|