Робота для біженців з України
კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: საკონსულტაციო კომპანია
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
საკონსულტაციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ავტომობილის საწვავი: ანაზღაურდება კომპანიის მხრიდან
ანაზღაურება: 1100 ლარი
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, მეცამეტე ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ყველა გასაგზავნი კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანა;
** კორესპონდენციის დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო ან ტექნიკური განათლება;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია კურიერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ორიენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** რთული სიტუაციების მართვის უნარი;
** თავაზიანი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr.consulting.com1@gmail.com 2025 წლის 06 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - კურიერი.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე