დასახელება:
ბიზნეს პროცესების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ ბიზნეს პროცესების სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** კომპანიის ბიზნეს-პროცესების იდენტიფიცირება, ანალიზი და ოპტიმიზაციის ხელშეწყობა;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეხვედრა, მათი საჭიროებების შესწავლა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;
** დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლება, BPMN დიაგრამების აწყობა;
** ბიზნეს-პროცესების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო ცვლილებების ინიცირება;
** ბიზნეს პროცესების თანამშრომლებისთვის გაცნობა;
** დეპარტამენტთა შორისი შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;
** სასურველია, Visio, Miro ან ბიზნეს პროცესების ასაწყობი სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|