Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს).

"Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად გადაწყვეტილ ელეგანტურ ნომერს. სასტუმროში განთავსებულია 1 რესტორანი და 1 ღია ტიპის კაფე-ტერასა.

ვაცხადებთ ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უსაფრთხოების განყოფილების სტანდარტების დაცვა;
** ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების მონიტორინგი;
** შენობის რეგულარული პატრულირების განხორციელება;
** უსაფრთხოების წესების დარღვევის დაფიქსირება;
** სასტუმროს ქონების დაცვა და ნებისმიერი საეჭვო ან უცნაური ქმედების უშუალო ზედამხედველისთვის მოხსენება;
** მოხსენება ქურდობის, ინციდენტის, უბედური შემთხვევის, სახანძრო საფრთხის შესახებ;
** სტუმრებისთვის საგანგაშო ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში, სასტუმროს საგანგაშო ორგანიზაციული გეგმის მიხედვით დახმარების გაწევა.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა სტუმრების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ქართული და სასურველია საბაზისო ინგლისური ენების ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას.
** ფიტპასს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე - e.machavariani@glarros.com სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "Glarros Old Town" მა, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე