Робота для біженців з України
საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირების მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, მ/ს 300 არაგველი
დასაქმების ტიპი: სრული/ნახევარი განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** მენეჯერის სამუშაოს ორგანიზებაში დახმარება - მაგალითად, დოკუმენტების მომზადება, კალენდრის მართვა და ა.შ.
** უნივერსიტეტებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია.
** სტუდენტების ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მიღება (რეგისტრაცია, დოკუმენტების მიღება/გადამოწმება, განათლების აღიარების ეროვნულ ცენტრში სტუდენტის განაცხადის დარეგისტრირება)
** საოფისე ინვენტარის აღრიცხვა (ფაილები, ფურცლები და ა.შ.) და რეპორტი მენეჯერთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის B1 დონეზე ფლობა (უპირატესობა მიენიჭება B2 დონეს)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, Google Workspace).
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
** დროის ეფექტური მართვის უნარი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობა.

ანაზღაურება და პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 ორშ/პარ (სრული გრაფიკი), 10:00-15:00 ორშ/პარ (ნახევარი განაკვეთი).
** საწყისი ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (სრული განაკვეთი, დამოკიდებულია ინგლისური ენის დონეზე), 800 ლარი (ნახევარი განაკვეთი).
** დასვენება: შაბათი/კვირა.
** გამოსაცდელი პერიოდი 1 კვირა.

განაცხადის წარდგენის პირობები:

** რეზიუმე აუცილებლად შედგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
** რეზიუმეს განხილვის ვადა 2 კვირა.

საკონტაქტო მეილი: Linda.seu01@gmail.com

Subject-ში მიუთითეთ პოზიცია.

სურვილისამებრ მეილში მივიღებთ სამოტივაციო წერილს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე