Робота для біженців з України
მექანიკის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკის ინჟინერი
მომწოდებელი: Qspeed Robotics
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"Qspeed Robotics" აცხადებს ვაკანსიას მექანიკის ინჟინრის პოზიციაზე!

"Qspeed Robotics"-ი წარმოადგენს თანამედროვე საინჟინრო კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია მომხმარებელზე მორგებული რობოტული სისტემების, სამრეწველო (კონვეიერის) ხაზებისა და ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების შემუშავებაში. ჩვენ ვაპროექტებთ, ვაწარმოებთ და ვნერგავთ ჭკვიან ინდუსტრიულ სისტემებს, რომლებიც ზრდიან ეფექტიანობასა და სიზუსტეს.

"Qspeed Robotics"-ი აერთიანებს მაღალი დონის ინდუსტრიულ ინჟინერიას და ტექნიკურ სერვისს, რათა შექმნას ინოვაციური და სანდო სისტემები.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სახელფასო განაკვეთი: 2500-3000 ლარი NET (ხელზე ასაღები)

რას გთავაზობთ?

** საინტერესო და ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ავითარებს კრეატიულობას და გეხმარებათ პროფესიულ ზრდაში;
** თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კულტურას, სადაც თქვენი იდეები დაფასებულია;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, პრაქტიკული გამოცდილებით, მენტორობით და უწყვეტი სწავლის საშუალებით;
** კარიერულ პერსპექტივას სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლის პერსპექტივას.

საჭირო კვალიფიკაცია:

** მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მექანიკური წარმოების ნახაზების შედგენა ინდუსტრიული სტანდარტების შესაბამისად;
** ინჟინერიული და სამონტაჟო ნახაზების წაკითხვისა და შექმნის უნარი (მაგალითად, CAD პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა AutoCAD, Autodesk Inventor ან მსგავსი);
** მექანიკური სისტემების, მასალებისა და კომპონენტების შერჩევის ცოდნა;
** მასალების სპეციფიკაციის (BOM) მომზადებისა და გადამოწმების გამოცდილება;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და მექანიკური სახელმძღვანელოების დაწერის უნარი;
** მომხმარებლის ობიექტზე გაზომვების ჩატარებისა და პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობის სურვილი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი და ტექნიკური აზროვნება;
** კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე (მეტყველება და წერა);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
** ინტერესი რობოტიკის, ავტომატიზაციის სისტემებისა და მექანიკური ინოვაციების მიმართ.

სამუშაოს აღწერილობა:

** მექანიკური წარმოების და მონტაჟის ნახაზების შედგენა და შესრულება, დიზაინის მოთხოვნებისა და შესაბამისი ინდუსტრიული სტანდარტების დაცვით;
** მომხმარებლის სპეციფიკაციებისა და ოპერაციული მოთხოვნების მიხედვით დიზაინის შექმნა და მექანიკური სისტემებისა და მოდულების მოდელირება;
** სისტემის მუშაობის გაუმჯობესებისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად დიზაინში ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
** მოდელების ან ალტერნატიული დიზაინების პროტოტიპების შექმნა და ტესტირება განხორციელებადობის, მუშაობის ხარისხისა და გამოყენებადობის შესაფასებლად;
** შესრულების დეტალური ნახაზების შექმნა და საინჟინრო განყოფილების ხელმძღვანელისთვის მათი წარდგენა მიმოხილვისა და წარმოებაში ჩაშვების განსახილველად;
** თითოეული პროექტისთვის ზუსტი მასალების სპეციფიკაციების (BOM) მომზადება, ინჟინერიის განყოფილების ხელმძღვანელთან შეთანხმება და შესყიდვების განყოფილებასთან კოორდინაცია;
** მონტაჟის ნახაზებისა და მექანიკური სახელმძღვანელოების მომზადება სისტემის სწორად გაშვებისა და მომსახურებისათვის;
** მომხმარებლების ობიექტებზე ვიზიტები ზუსტ გაზომვების საწარმოებლად და პროექტის დაგეგმარების მხარდასაჭერად.
** აქტიურად მონაწილეობა მექანიკური სისტემის მონტაჟსა და კომისიონირებაში როგორც
მომხმარებლის ლოკაციებზე, ასევე Qspeed Robotics-ის საწარმოში, პრაქტიკული გამოცდილებისა და დიზაინის გასაუმჯობესებელი უკუკავშირის მიღების მიზნით;
** სისტემისა და პროდუქტების შესაძლებლობების დადასტურება განხორციელებადობის ანალიზის, თვისებების ტესტირების და ტექნიკური გადამოწმების გზით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე: magda.melikishvili@mepeq.com;
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე