დასახელება:
დისტრიბუტორი
|
მომწოდებელი:
ბლექ სი დისთრიბუშენი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საშუალო განათლება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია; (მექანიკა)
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღებისას ზედნადებში მითითებული მონაცემების სისწორის გადამოწმება, მათ შორის პროდუქციის ცალობრივი რაოდენობის, ნიშნებისა და ნომრების შესაბამისობა;
** პროდუქციისა და მისი შეფუთვის ვიზუალური შემოწმება და შესაძლო დაზიანებების იდენტიფიცირება;
** პროდუქციის საერთო წონის ან სხვა საზომ ერთეულში გამოხატული რაოდენობისა და შეფუთვების შიგთავსის გადამოწმება;
** მითითებულ მარშრუტზე, დათქმულ დროსა და ადგილას პროდუქციის შეუფერხებლად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში მიწოდება უფლებამოსილი პირისთვის;
** ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომხმარებლისთვის ან უფლებამოსილი მესამე პირისთვის დაუზიანებლად გადაცემა;
** ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისთვის;
** საწვავის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სისუფთავის დაცვა, ჰიგიენური ნორმების შესაბამისობაში მოყვანა და განსაზღვრული კატეგორიის პროდუქციისთვის ვარგისიანობის უზრუნველყოფა;
** მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში, პროდუქციის სათანადო პირობებში შენახვის უზრუნველყოფა ტრანსპორტირების პროცესში;
** საგზაო წესების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება პასუხისმგებლობის ფარგლებში.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge 2025 წლის 20 ივლისამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "დისტრიბუტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|