დასახელება:
ენერგომოწყობილობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
GC-Service
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
"GC-Service" 2019 წლიდან, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის სამშენებლო და ინფრასტრუქტურის მოვლის მომსახურებას უზრუნველყოფს.
ჩვენ სპეციალიზებული ვართ სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მონტაჟში, რათა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის საიმედო და ეფექტური ქსელის ფუნქციონირება უზრუნველვყოთ. ჩვენი კვალიფიციური გუნდი ინდუსტრიის სტანდარტებისა დაცვით, უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა კომპონენტების მაღალი ხარისხით მონტაჟს.
პოზიციის დასახელება: ენერგომოწყობილობის სპეციალისტი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები:
** ფიქსირებული გენერატორის ზეთის შეცვლა/დამატება;
** ანტიფრიზის შეცვლა/დამატება. საწვავით უზრუნველყოფა;
** გენერატორის აკუმულატორის შეცვლა და გენერატორის გაუმართაობის გამოსწორება;
** გენერატორის გაუმართაობის გამო გამოწვეული გათიშვების აღდგენა/შეკეთება;
** გენერატორის მონტაჟი/დემონტაჟი;
** მექანიკური ნაწილების შეკეთება/შეცვლა;
** საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინებით გამგზავრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ენერგომოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ა/მანქანის მართვის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციულ სატელეფონო ლიმიტს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: N.Chalatashvili@gc-service.ge ან დარეკოთ 577320044
სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|