დასახელება:
ინერტული მასალების წარმოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პრაიმ ბეტონი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ინერტული მასალების წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge/
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს
სამუშაო ადგილი: ხობი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო მასალების წარმოების ან ინჟინერიის მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის (სასურველია სამშენებლო მასალების წარმოებაში);
** საოფისე პროგრამებთან და საწარმოო ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
მოვალეობები:
** ინერტული მასალების მოპოვების, დამუშავების და მიწოდების პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა, დანახარჯების ოპტიმიზაცია;
** სამსხვრევ-გადამამუშავებელი ქარხნის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა, კონტროლი;
** კარიერებიდან მასალების მოპოვების პროცესის მართვა, კოორდინირება;
** ქარხნის მუშაობისას რისკების წინასწარმეტყველება, მართვა;
** გამოსაშვები პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრა, შეთანხმება;
** საჭირო მარაგების განსაზღვრა, დაგეგმარება;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური გაუმართაობების ან სხვა კრიტიკული პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირება და მოგვარება;
** მიბარებული ტექნიკის ლოჯისტიკის გეგმის განსაზღვრა;
** ქარხნების ტექნიკური სერვისის დაგეგმარება, მოთხოვნის ფორმირება;
** ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვა და პროდუქციის შესაბამისობა მოთხოვნებთან;
** გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** წარმოების აღრიცხვა და ანალიზი, რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ტექნიკური და ოპერაციული პროცესების მართვის უნარი;
** პერსონალის მართვის უნარი;
** განვითარებული კომუნიკაციის უნარი
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
|
|
|
|