დასახელება:
რეგიონალური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Super
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 14 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/
მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს რეგიონალური მენეჯერის თანამდებობაზე ვეძებთ.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
** ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის №1 (თანამდებობა გულისხმობს გარკვეული ინტენსივობით ვიზიტებს სხვადასხვა ფილიალში)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
** ანაზღაურების ოდენობა: 2500-3000 ლარი
** ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1 (ერთი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის ტენდენციების, მოთხოვნების იდენტიფიცირება და პროცესების შესაბამისად წარმართვის ინიცირება;
** პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებლის მონიტორინგი, ანალიზი, რეალიზაციის გაზრდის მიზნით ცვლილებების ინიცირება, დაგეგმვა, შესრულება;
** სარეალიზაციო ბრენდებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში ჩართულობა;
** სავაჭრო ობიექტებზე გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტების განხორციელება;
** სავაჭრო ობიექტებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული და ეფექტური რეაგირება;
** მათ შორის, მომსახურების სივრცეებში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მათ შორის, მომსახურების სივრცეებში მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მხარდაჭერა, შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;
** სავაჭრო ობიექტების საჭიროებათა იდენტიფიცირება და დროული და ეფექტური რეაგირება;
** გაყიდვების გუნდის მუშაობის ხარისხის მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი განვითარების პროცესში ჩართულობა;
** გაყიდვების გუნდის წევრთა მხარდაჭერა, მენტორობა;
** საქმიანობათა შესახებ ზეპირსიტყვიერი/წერილობითი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს რეგიონალური მენეჯერი:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია, იდენტურ ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში;
** აუცილებელია, მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი;
** აუცილებელია, Microsoft Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** სხარტი, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურობა და დამოუკიდებლად ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
თუ გსურს, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, 26 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (მხოლოდ ქართულ ენაზე, სხვა შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება) მისამართზე: HR@superstore.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - რეგიონალური მენეჯერი
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, იმავე ან მსგავს თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.
"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|