დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
მეტროპოლ მენეჯმენტ
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს შერჩევას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
** კვება/ლანჩი;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიული ტრენინგების დაფინანსება;
** + 5 day off;
** თანამშრომლის წილი საპენსიო გადასახადის სრული დაფარვა;
** Fit pass;
** მეგობრული სამუშაო გარემო - გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე;
** სამუშაო საათები: სრული, ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის 29;
** ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილების შესაბამისად. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ გადაიხედება ანაზღაურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის/პრაქტიკის მცირედი გამოცდილება;
** Rs.ge-ზე მუშაობის მცირედი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ჩვენ ვეძებთ დამწყებ ბუღალტერს, რომელიც ახლა იწყებს პროფესიულ საქმიანობას.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დროის სწორი მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 05 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "უმცროსი ბუღალტერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|