დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
ჯიარჯი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
კომპანია "ჯიარჯი" 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა.
სამუშაო პირობები:
პოზიციის დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველო (სამეგრელოს რეგიონი)
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ფუნქციები:
** საგზაო-სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** სამუშაო პროცესების კონტროლი დადგენილი გრაფიკით და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
** სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების წესების დაცვა;
** ქვეკონტრაქტორებთან და ზედამხედველ ორგანოებთან კომუნიკაცია.
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ყოველკვირეული ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან;
** ადამიანური და ტექნიკური რესურსების სწორად განაწილება;
** ობიექტზე მომუშავე პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი და ეფექტური მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება გზების მშენებლობის მიმართულებით;
** საგზაო სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარომებლის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სამშენებლო და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დაგეგმარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინიციატორი.
შერჩევის ეტაპები:
** I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
** II ეტაპი - ინდივიდაულური გასაუბრება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციული ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@grgroup.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება " სამუშაოთა მწარმოებელი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ჯიარჯ "-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ჯიარჯი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|