Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი - არასრული განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი - არასრული განაკვეთი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
გსურს სტუდენტობის პარალელურად იმუშაო ან გჭირდება სამსახური მოქნილი გრაფიკით?

"მისტერ მასტერი" ეძებს ქოლცენტრის ოპერატორს არასრული განაკვეთით!

გრაფიკი: კვირაში მხოლოდ 4 დღე (35 საათი) — თავისუფალი დროის მენეჯმენტი შენს ხელშია!
ანაზღაურება: 800₾ (NET) + ბონუსი 150-200 ₾
საპენსიო დანაზოგი? დაგიფარავთ შენს წილ 2%-ს - როცა დრო მოვა, ეგეც გამოგადგება
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. 24

რატომ უნდა მოხვიდე ჩვენთან?

** საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურს კომპანია დაფარავს
** გექნება ჯანმრთელობის დაზღვევა — იმიტომ, რომ შენი ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტულია
** სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტის ფარგლებში - ჩვენთან რომ იმუშავებ, კომპანიის სერვისები შენთვის "family discount"-ით იქნება
** აქ დაგხვდება მეგობრული გარემო, კომფორტი და მხარდამჭერი გუნდი

როგორი იქნება შენი დღე ჩვენს გუნდში?

** კლიენტების ზარების მიღება და პირველადი კომუნიკაცია შენი პასუხისმგებლობა იქნება
** მომხმარებლებს გააცნობ სერვისებს, ფასდაკლებებს, აქციებს — შენ ხარ პირველი შთაბეჭდილება
** ეხმარები მომხმარებლებს სწორად და დროულად პრობლემების მოგვარებაში (ჩათვალე ჩვენი "112" ხარ)
** თუ შეკვეთასთან გართულებაა, ამაზეც არ ღელავ — ხელმძღვანელი ყოველთვის აქვეა

თუ ამ პუნქტებში საკუთარ თავს იცნობ — უკვე იცი სადაცაა შენი ადგილი

** ფლობ ინგლისურს სასაუბრო დონეზე — ისე, რომ მომხმარებელთან დიალოგის არ გეშინია
** სწავლობ ან უკვე დაამთავრე უნივერსიტეტი
** გაქვს მომსახურების სფეროში 1 წლამდე გამოცდილება —მაგრამ თუ დაგვაჯერებ, რომ მომხმარებელთან ურთიერთობა "სისხლში" გაქვს, გავითვალისწინებთ გამოცდილების გარეშეც.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?

მაშინ გამოაგზავნე შენი CV: Vanacy@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი/არასრული განაკვეთი".

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე