Робота для біженців з України
საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერი - ქობულეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერი
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე ქობულეთში.

ძირითადი მოვალეობები:

** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
** მსუბუქი ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი, ტევადი ავტომობილის ქონა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** რეგიონის კარგი ცოდნა
** აუცილებელია გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** ორიენტაციის უნარი
** მოტივირებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00:00-19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავით უზრუნველყოფა

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე.
** გასაუბრება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.delivery. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქობულეთის კურიერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე