დასახელება:
საკრედიტო განყოფილების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ბერმელი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
შპს "მისო ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** იპოთეკა/ სამომხმარებლო/ბიზნეს დაკრედიტების ხაზის განვითარების ხელშეწყობა;
** ახალი სასესხო პროდუქტების შექმნა/მოდერნიზებისთვის წინადადების წარმოდგენა დეპარტამენტში განსახილველად;
** კომპანიის საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის ფორმირებაზე მიმართული იპოთეკა/ სამომხმარებლო/ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტების თეორიული და პრაქტიკული სწავლების ეფექტური სისტემის ორგანიზაცია; ექსპერტთა სწავლების გეგმების შემუშავება;
** იპოთეკა/ სამომხმარებლო/ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტების საქმიანობასა და მათ შედეგებს შორის უკუკავშირის უზრუნველყოფა, ასევე კომერციული გაყიდვების კუთხით მათი ინდივიდუალური მაჩვენებლების ეფექტურობის ზრდაზე ზრუნვა და შესაბამისი მიმართულებითი ღონისძიებების ჩატარება;
** მონაწილეობის მიღება საკრედიტო პორტფელის ხარისხის დაცვის და გაუმჯობესების პროცესში, მათ შორის პრობლემური სესხების კომიტეტზე რესტრუქტურიზაციის თუ სხვა ღონისძიებების წარდგენის და შემდგომი გატარების კუთხით, გადაფარვების შეჩერების უზრუნველყოფა;
** იპოთეკა/ სამომხმარებლო/ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტების/ჯგუფის უფროსების/ჯგუფების პროფესიონალიზმის დონის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
** ფილიალებში ვიზიტი და ექსპერტებთან ადგილზე მუშაობა, გაწეული სამუშაოს ხარისხის შემოწმება;
** გაყიდვების ხელშეწყობა;
** ახალი საკრედიტო ექსპერტების აყვანა;
** საკრედიტო კომიტეტთან კოორდინაცია, მათ შორის მისთვის განკუთვნილი სესხების განხილვის ლიმიტში სესხების განხილვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულო - საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
** უპირატესობა - მენეჯერული გამოცდილების მქონე კანდიდატები.
** უმაღლესი განათლება-ეკონომიკაში, საბანკო საქმეში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან მომიჯნავე სპეციალობებში.
** საკრედიტო პოლიტიკის ზოგადი დებულებების ცოდნა;
** ფიზიკური პირის დაკრედიტების დებულების ცოდნა;
** მომხმარებელთა უფლებების კანონის ცოდნა
** საოფისე პროგრამების, მათ შორის ზედმიწევნით კარგად ცოდნა - Excel, Word, Outlook.
პიროვნული თვისებები:
** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** სიტუაციური ანალიზის უნარი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვისა და სწავლის უნარები;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, მინიმალური 2500 ლარიდან.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ან დაგვიკავშირდით +995 568 700 300 გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|