დასახელება:
QLIK Sense სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
"საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველო" აცხადებს ვაკანსიას QLIK Sense სპეციალისტის (პროგრამირება) პოზიციაზე(შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი).
სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაცხადის წარდგენის ვადა: კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
** Qlik Sense-თან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** Qlik მონაცემთა მოდელირებისა და სკრიპტინგის ღრმა ცოდნა;
** SQL-თან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ., Oracle, MS SQL, PostgreSQL).
უპირატესობად ჩაითვლება:
** დიდ მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამირების რომელიმე ენის საწყის დონეზე ცოდნა;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა წყაროებიდან, მონაცემების გადმოტანა, გაერთიანება და დამუშავება;
** Qlik Sense ხელსაწყოს გამოყენებით ინტერაქტიური დაფებისა და ვიზუალიზაციების შექმნა;
** მონაცემთა განახლებების ავტომატური პროცესების შექმნა და მონიტორინგი;
** მონაცემთა დამუშავების პროცესში დაკისრებული ამოცანების შესრულება;
** არსებული პროექტების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.
კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
** რეზიუმე/CV
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
რეზიუმეს /CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ელ.მისამართზე: HR.vacancy@mia.gov.ge სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი.
კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება CV-ში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად.
|
|
|
|