Робота для біженців з України
კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №19
გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ყოველდღე 15:00-დან
ანაზღაურება: ფიქსირებული, შეთანხმებით
პირადი ავტომობილი: სავალდებულოა

ჩვენ შესახებ:

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" 28 წელია სიყვარულით ემსახურება ბავშვებსა და მათ მშობლებს. ჩვენს ქსელში თავმოყრილია მაღაზიათა მრავალფეროვანი სტილი, ინოვაციური მიდგომები და მაღალი პროფესიონალიზმი. ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი თანამშრომელი ჩვენი ბრენდის გულია!

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთილი პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიტანა
** შიდა ლოჯისტიკური გადაადგილება ფილიალებსა და საწყობებს შორის
** საქონლის გადამოწმება გადაცემისას
** თანმხლები დოკუმენტაციის მართვა
** ნივთების უსაფრთხო ტრანსპორტირება

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** მინიმუმ 5 წლიანი მართვის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვა
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** სამუშაო გამოცდილება კურიერის პოზიციაზე
** პირადი ავტომობილი (აუცილებელი მოთხოვნა)

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@chita.ge

რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს მონაცემებს შერჩევისა და დასაქმების პროცესისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე