დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" (https://cue.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.
"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 18 ივლისი
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის ბრენდის მახასიათებლების (ლოგო, სლოგანი, ფერები და ა.შ) განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება;
** ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** ბრენდის პოზიციონირების შესაბამისად, სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო აქტივობების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა;
** ახალი კონტინგენტისა და მობილობის მსურველი სტუდენტების მოზიდვის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით პროექტების შემუშავება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
მედია საშუალებებთან კომუნიკაცია;
** უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მუდმივი მონიტორინგი;
** უნივერსიტეტის ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციისა და ფოტო-მასალის განთავსების უზრუნველყოფა;
** უნივერსიტეტის თანამშრომლების უზრუნველყოფა სარეკლამო და ბრენდირებული მასალებით, უნივერსიტეტის და მისი კორპუსების იერსახეზე ზრუნვა და ცვლილებების ინიცირება;
** უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოსაშვები საღამოს, მისაღები და საახალწლო ღონისძიებების, და სხვა ამგვარი საიმიჯო ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელება;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის ან/და მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის სპეციალობით - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).
ვაკანსიის დეტალები:
** კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 18 ივნისს და დასრულდება 18 ივლისს.
** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@cue.edu.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
|
|
|
|