დასახელება:
ნოტარიუსის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ნოტარიუსი ნინო გელაშვილი
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
ნინო გელაშვილის სანოტარო ბიურო აცხადებს ვაკანსიას ნოტარიუსის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის N 2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
ძირითადი მოვალეობები:
** მოქალაქეების მიღება, კონსულტაციის გაცემა
** ხელშეკრულებების, განცხადებების, სამკვიდრო მოწმობების, თანხმობების შედგენა
** დოკუმენტებში მონაცემების შეტანა და მომზადება;
** დოკუმენტაციის რეგისტრაცია სანოტარო მოქმედებათა ერთიანი ელექტრონულ რეესტრში;
** დამოწმებული დოკუმენტების აკინძვა, სკანირება, სორტირება, ფაილებში ჩალაგება;
** ბაზაში მონაცემების შეყვანა და ჩანაწერების გაკეთება, სკანირებული დოკუმენტების ატვირთვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS WORD).
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: ngelashvili555@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ნოტარიუსის თანაშემწე"
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 ივლისი 2025
|
|
|
|