Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=642995&print=yes&view=jobs
 
კონკურსი მეწარმე ქალთა განვითარების ხელშეწყობისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი მეწარმე ქალთა განვითარების ხელშეწყობისთვის
მომწოდებელი: FAS Group
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
თანდართული ფაილი: 642995_BWE___Application_Form_9501014.zip
"FAS Group" აცხადებს მეწარმე ქალთა განვითარების კონკურსს. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ქალი მეწარმეების განვითარებას, მათ კონკურენტუნარიანობასა და შემოსავლების ზრდას. კონკურსი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის SME განვითარების კომიტეტისა, საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და SkillsUp Network-ის თანაორგანიზატორობით.

FAS Group ბუღალტრული, აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან. კომპანიის პორტფოლიოში 300-ზე მეტი ქართული და ევროპული ორგანიზაცია შედის.

FAS Group აქტიურად არის ჩართული ქართული ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოების (SME), განვითარებისა და გაძლიერების პროცესში. კომპანია ხელს უწყობს ფინანსური ცოდნის გაუმჯობესებას, სთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტებს და მხარს უჭერს მეწარმეებს გამჭვირვალე და სტაბილური ფინანსური მართვის სისტემების ჩამოყალიბებაში.

მეწარმე ქალთა განვითარების ხელშეწყობის კონკურსის ამოცანები:

** ხელი შეუწყოს ქალი მეწარმეების კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების ზრდას.
** უზრუნველყოს ქალთა მეწარმეობის განვითარების მთავარი გამოწვევების გამოვლენა და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება.

საკონკურსო პირობები:

** კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელ ქალ მეწარმეებს, რომელთა ბაზარზე ოპერირების გამოცდილება მოიცავს მინიმუმ 1 (ერთ) წელს, ხოლო წლიური ბრუნვა შეადგენს მინიმუმ 50, 000 ლარს.
** აღნიშნული კონკურსი არ მოიცავს იურიდიული ერთეულის შეზღუდვას და ღიაა ყველა სექტორსა და ინდუსტრიაში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის.

კონკურსის ჯილდო: კონკურსში გამარჯვებული ქალი მეწარმეები დაჯილდოვდებიან იმ სერვისებით, რომელიც მათი განვითარებისთვის და წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის არის აუცილებელი:

** ორგანიზაციული პროცესების დიაგნოსტიკა
** მენეჯმენტ პროცესების გაუმჯობესების გეგმის შეთავაზება
** კადრების გადამზადება (2 ადამიანი)
** ბუღალტრული მომსახურება
** იურიდიული მომსახურება
** სოც. მედია მხარდაჭერა (Google My Business, Facebook, Instagramm, TikTok)
** Copywriting მხარდაჭერა
** სემინარი - HR, თანამშრომელთა მართვა და მოტივირება შვეიცარიელი ექსპერტისგან
** ბიზნეს მენტორინგი
** ინდივიდუალური ბიზნეს ქოუჩინგი
** FAS APP - ციფრული ბუღალტრით სარგებლობა

საკონკურსო კომისია და მისი წევრები: საკონკურსო კომისია შედგება, საქართველოში მოქმედი წარმატებული ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლებისგან.

ტექნიკური ნაწილი

საკონკურსო პროცესი და ეტაპები: კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:

** პირველი ეტაპი: საკონკურსო განაცხადების მიღება, შეფასება და მეორე ეტაპის მონაწილეთა გამოვლენა.
** მეორე ეტაპი: მეორე ეტაპზე გადასული ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, წარუდგინონ ბიზნესის განვითარების ხედვა საკონკურსო კომისიას ე.წ. Pitching Event-ზე.
** დასკვნითი ეტაპი: გამარჯვებული ქალი მეწარმეების გამოვლენა და დაჯილდოება.

საკონკურსო განაცხადის წარდგენა: კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა მეწარმეებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადის ფორმა (გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი) და ამავე განაცხადის ფორმაში მითითებული დამატებით დოკუმენტაცია, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: info@fasgroup.ge. დასახელებაში გთხოვთ მიუთითოთ კონკურსის სახელწოდება "მეწარმე ქალთა განვითარების ხელშეწყობა". განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 4 ივლისი.

საკონკურსო ვადები:

** კონკურსის გამოცხადება - 2025 წლის 17 ივნისი.
** საინფორმაციო შეხვედრა - 2025 წლის 23 ივნისი, 5 საათი. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი კომპანიის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: info@fasgroup.ge, არაუგვიანეს 2025 წლის 23 ივნისს 12:00 საათზე. საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ. შეხვედრის ლინკს მიიღებთ თქვენს მიერ მითითებულ მეილზე, შეხვედრამდე 1 საათით ადრე.
** განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 2025 წლის 4 ივლისი.
** პირველი ეტაპის გამარჯვებულთა გამოვლენა - 2025 წლის 14 ივლისი.
** Pitching Event-ი, გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება - 2025 წლის 18 ივლისი.

შერჩევის კრიტერიუმები: მეწარმეთ ქალთა კონკურსი ტარდება თანაბარი შეჯიბრებითობის პრინციპით. მონაწილეთა შეფასება განხორციელდება საკონკურსო კომისიის მიერ წინასწარ გაცხადებული შეფასების კრიტერიუმებზე დაფუძნებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია