Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=642984&print=yes&view=jobs
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: სეიფთი ლაბი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"Safety lab" დასავლეთ საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციაზე.

გრაფიკი: მოქნილი
ფილიალი: ბათუმი
ანაზღაურება: 1200-2000 ლარამდე (ხელზე) კვალიფიკაციის შესაბამისად (ზრდის პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამსაქმებლისა და მისი თანამშრომლების ინფორმირება, მათ შორის, ტრენინგების ჩატარება, კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
** "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონსა და სხვა შესაბამის სამართლებრივ აქტებში შეტანილი ცვლილებების მონიტორინგი და დამსაქმებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების, მათ შორის და არა მხოლოდ, კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემუშავება;
** კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;
** მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა. ასევე მისი მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია/ მონიტორინგი;
** მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში, მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება და დამსაქმებლისთვის წარდგენა;
** მონაცემთა დამუშავების არსებული პროცესების საფუძვლიანი შესწავლა, არსებული ნაკლოვანებების გამოვლენა და მისი გამოსწორებისათვის რეკომენდაციების გაცემა და შესაბამისობის მონიტორინგი;
მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქცა მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** აუცილებელია, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონების ცოდნა;
** აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე, მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Office;
** აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** როგორც გუნდური, ისე დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ჰიბრიდულ სამუშაო განრიგს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს;
** სატრანსპორტო ხარჯის ანაზღაურებას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr.safetylab@gmail.com. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია "Safety lab "- ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვწერეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: hr.safetylab@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია