Робота для біженців з України
კორპორატიული B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კეი პაქსი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"კეი პაქსი" — სარეკლამო ბრენდირებული აქსესუარების იმპორტიორი კომპანია, რომელიც 2018 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს კორპორატიული B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (12-დან 6 საათამდე)

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება
** არსებული კლიენტების მართვა და თანამშრომლობის გაღრმავება
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება
** შეთავაზებების, პრეზენტაციების და კომერციული წინადადებების მომზადება
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა - პირველადი კონტაქტიდან პროდუქტის მიწოდებამდე
ბაზრის ტენდენციების და კონკურენტების მონიტორინგი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პრიორიტეტულია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება)
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მართვის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუს სისტემა
** თანამედროვე, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** წამყვან კომპანიებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** კორპორატიული სწავლება და მხარდაჭერა განვითარების პროცესში

თუ გსურს კარიერა გაყიდვებში, პრომო პროდუქტების სფეროში და გაქვს მოტივაცია განვითარებისთვის — გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@kpax.ge 2025 წლის 17 ივლისამდე, სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "B2B გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე