დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ბრავიტონი
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
კომპანია "ბრავიტონი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
შ.პ.ს. "ბრავიტონი" სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია დასავლეთ საქართველოში უკვე 25 წელია. ჩვენ პროდუქცია შემოგვაქვს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან და გვიმუშავია როგორც მცირე, ისე მსხვილ პროექტებზე.
მუშაობის გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00 - 18:00 (შესვენება 13:00-14:00)
მისამართი: ბათუმი, ლეონიძის 25ა
ანაზღაურება: 1200 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ადგილზე კვებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** ფულის მოძრაობის კონტროლი და პროგრამულად ასახვა;
** ყოველდღიურად წარმოებული ნავაჭრის ჩაბარება ნაღდი ფულის სახით;
** კლიენტებთან ურთიერთობა;
** ზედნადების გაწერა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/ფინანსების განხრით);
** მოლარე/ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@braviton.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|