დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ფუჯიფილმი
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
"Fujifilm Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ (თბილისი მოლი)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან: საშუალოდ 600-900 ლარამდე მოქნილი სამუშაო გრაფიკი
სამუშაო გრაფიკი:
** 6 დღე ნახევარი განაკვეთი: I ცვლა - 10:00-16:00; II ცვლა - 16:00-22:00
** შესვენება: დღეში 40 წუთი
** შვებულება: მუშაობის დაწყებიდან 11 თვეში
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის, ასევე არსებული აქციების შესახებ;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციოდ განთავსება;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** მაღაზიის ვიზუალზე და სტენდის სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარები:
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: natiafujifilm@gmail.com.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|