Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=642871&print=yes&view=jobs
 
გადამთვლელი მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გადამთვლელი მოლარე
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
ტერაბანკის გუნდში გადამთვლელ მოლარეს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** უმაღლესი განათლება
** სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: ხელფასი განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად + წლიური ბონუსი.

შენი მოვალეობა იქნება:

** ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირება
** ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოება და მათი საბანკო პროგრამაში ასახვა
** ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირება
** საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე Career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | გადამთვლელი მოლარე.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 01 ივლისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია