Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=642862&print=yes&view=jobs
 
მომსახურების ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურების ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს ღია კონკურსს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის მომსახურების ცენტრის (სამსახური) ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების ცენტრის სატელეფონო ხაზზე შემოსული ზარების მიღება და ეფექტური მართვა;
** მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება და შესაბამისი მომსახურების/ინფორმაციის მიწოდება;
** ქცევის ინსტრუქციისა და პროცედურული სტანდარტების დაცვა;
** შემოსული ზარების შესახებ სატელეფონო ცენტრის სისტემის/პროგრამის შესაბამის ველებში ინფორმაციის შეყვანა/ასახვა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშების მომზადება და უშუალო უფროსისთვის წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება;
** სატელეფონო მომსახურების მუშაობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ უშუალო უფროსის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
** სატელეფონო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, უშუალო უფროსისთვის ინიციატივების მიწოდება;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
** ინგლისური ენა - B2

სამუშაო გამოცდილება:

** მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიმართულებით ან სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე.

უნარები და კომპეტენციები:

** გამართული მეტყველება;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** სწრაფი ბეჭდვა;
** ეფექტური კომუნიკაცია-პრეზენტაციის უნარი;
** მაღალი ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

კანდიდატმა ქვემოთ მოცემული ლინკის შესაბამისად, სამოტივაციო წერილის გრაფაში სავალდებულოა:
- წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 250 სიტყვისა) სადაც უნდა უპასუხოს 2 შეკითხვას:

1. აღწერეთ, რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა;
2. აღწერეთ, თქვენი პიროვნული თვისებები, სამუშაო გამოცდილება ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც თქვენი აზრით, დაგეხმარებათ ოპერატორის პოზიციაზე მუშაობაში.

თანამდებობრივი სარგო: 1, 898.00 ლარი (დასაბეგრი ოდენობა)

დაინტერესებულ პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, hr.gov.ge-ის საშუალებით, ბმულზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/91365?active=1

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 22 ივნისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია